logo
ENG



გამყრელიძე: ვეცდები რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა

12 აპრ 202122:02
3 წუთის საკითხავი
clock 852
გამყრელიძე: ვეცდები რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აიცრება. 

"29 აპრილს გამდის ის 4-თვიანი, ანუ 120-დღიანი ვადა. შემდეგ აღდგომაა. ვეცდები რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა. არ ავიცრები ისეთი ვაქცინით, რომელიც სალაპარაკო გახდეს მოსახლეობისთვის. ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე, რაც მას ეკუთვნის", - ამბობს ამირან გამყრელიძე გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა


close დახურვა