logo
ENG



"რიონის მცველების" პროტესტმა გუმათჰესთან გადაინაცვლა, ისინი რკინის კედლის აღებას ითხოვენ

15 აპრ 202109:45
3 წუთის საკითხავი
clock 979

"რიონის მცველებმა" ქუთაისიდან ისევ გუმათჰესთან გადაინაცვლეს და პროტესტს იქ აგრძელებენ. ადგილზე ისევ პოლიციაა მობილიზებული და გზაზე აღმართულია რკინის კედელი.

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ დღევანდელი აქციის დროს ხელისუფლებას საპოლიციო ძალების გაყვანისკენ და გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ისინი ითხოვენ ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ და ისევ დადგან კარვები იქ, სადაც აქამდე გამოხატავდნენ პროტესტს.

"დღესაც მოვუწოდებთ ჩვენს ხელისუფლებას და საპოლიციო ძალებს, რომ აიღონე ს კედელი და გაგვატარონ პროტესტის ადგილზე, რათა შევძლოთ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელება, როგორც ამას ვაკეთებდით მთელი თვეების განმავლობაში. ეს არის ჩვენთვის მნშვნელოვანი და მხოლოდ ამ მოითხოვნით ვართ დღევანდელ დღეს აქ", - ამბობს გოლეთიანი. 

მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ნამახვანიდან სოფელ გუმათისკენ გადაინაცვლეს, პოლიციამ 14 აპრილს, გამთენიისას რიონის ხეობაში გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. ასევე, აუკრძალა ჯებირებზე ბრახუნი და პროტესტის ასე გამოხატვა. 

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 

 


close დახურვა