logo

შსს-მ 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავა

17 აპრ 202111:27
3 წუთის საკითხავი
clock 8168

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1958 წელს დაბადებული კაცი, თ.ს დააკავა. 

ერთ შემთხვევაში საქმე ეხება 7 წლის ბავშვს, რომელიც იაშვილის კლინიკაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც თხრილში ჩავარდა - ბავშვი მოძალადეს გაურბოდა. 

შსს აცხადებს, რომ ძალადობა 2019 წელს მოხდა - საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ.

2021 წლის 8 აპრილს კი ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

close დახურვა