logo
ENG



"ოცნება": არ გვექნება კრიტიკული პოზიცია, თუ პრეზიდენტი რურუას შეიწყალებს

19 აპრ 202112:19
3 წუთის საკითხავი
clock 1009
"ოცნება": არ გვექნება კრიტიკული პოზიცია, თუ პრეზიდენტი რურუას შეიწყალებს

ქართული ოცნება აცხადებს, რომ მზად არის, გუნდთან ერთად დასავლელი მედიატორების მიერ შემოთავაზებული ახალი წინადადებაც განიხილოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ხელმოწერის შემდეგ კორექტირებას მხარს არ დაუჭერენ. 

გიორგი რურუას საქმეზე ქართული ოცნება ამბობს, რომ არ გამოხატავენ კრიტიკულ პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს, მიუხედავად იმისა, რომ რურუა "არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი".

"მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს". - აცხადებს მმართველი პარტია. 

ახალ დოკუმენტში, რომელიც მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 

2 საქმეში გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები იგულისხმება. 


close დახურვა