logo
ENG



გაბუნიას თქმით, აღდგომას კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება

21 აპრ 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock 1066
გაბუნიას თქმით, აღდგომას კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება. 

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სააღდგომოდ ძალაში იქნება ყველა ის რეგულაცია, რომელიც დღეს მოქმედებს. 

"დღევანდელი მდგომარეობით, ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის", - თქვა გაბუნიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის აკრძალვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შესაძლოა, ამის საჭიროება დადგეს.

"ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე მიღებული არ არის, თუმცა ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს კიდევ 10 დღე, სანამ მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე და ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა დადგეს საკითხი, ამას ვერ გამოვრიცხავთ დღევანდელი მდგომარეობით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

close დახურვა