logo
ENG



4 საათში ლაზარესთვის 20 000-მდე ლარი შეგროვდა - სალომე ბარკერი

01 აპრ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 
4 საათში ლაზარესთვის 20 000-მდე ლარი შეგროვდა - სალომე ბარკერი

სამოქალაქო აქტივისტის, სალომე ბარკერის თქმით, დღეს ლაზარე გრიგორიადისისთვის - ადვოკატის მომსახურებისა და სხვა ხარჯებისთვის 20 000-მდე ლარი შეგროვდა. 

აქტივისტის თქმით, სრული თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა. 

“ახლა საღამოს შვიდი საათია, დღეს, სამზე დავიწყე ლაზარესთვის ფულის შეგროვება (ადვოკატის და სხვა ხარჯებისთვის) და ამ ოთხ საათში შეგროვდა სრული თანხა და ოდნავ მეტიც. ჯამში - 20,000-მდე ლარი! (19,175 უფრო ზუსტად), რომელსაც, რა თქმა უნდა, მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს. 

მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი.” - სოციალურ ქსელში წერს სალომე ბარკერი.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

 


close დახურვა