logo
ENG



ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრება

10 მაი 202113:27
3 წუთის საკითხავი
clock 1052
ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან შეთავაზების შემდეგ ვაქცინაციის პროცესში ტურისტული ობიექტები აქტიურად ერთვებიან.

"მთავარი არის ჩვენთვის წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენც იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება მაგალითად ტურიზმის ინდუსტრია ამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. დავიწყეთ განაცხადების მიღება, საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც ამ დღეებში მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას", - განაცხადა თურნავამ.

10 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 62 447 ადამიანია აცრილი.


close დახურვა