logo

ოხანაშვილი: გარანტირებული იქნება, რომ ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე ოპოზიციიდან იყოს

15 მაი 202121:42
3 წუთის საკითხავი
clock 305
ოხანაშვილი: გარანტირებული იქნება, რომ ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე ოპოზიციიდან იყოს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით   და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრა დასრულდა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე, სავარაუდოდ, ორშაბათს შეთანხმდებიან და პრინციპული საკითხები შეუთანხმებელი აღარ დარჩება. 

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული და ის შეასრულებს მოვალეობებს, ხოლო მეორე ოპოზიციური პარტიების მიერ იქნება წარმოდგენილი. 

"რაც შეეხება მოადგილის საკითხს, ამასთან მიმართებაში ჩვენ ვერსიად განვიხილეთ ის, რომ შესაძლებელია იყოს ორი მოადგილე, აქაც საკითხი დგას ისე, რომ ერთი იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, უფრო მეტი კვალიფიკაციის და ერთი იყოს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილი. მოვალეობის შესრულების საკითხი ისევ დგას ობიექტურ კრიტერიუმზე, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანი...

მოადგილის საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ შევჯერდებით კიდევ ერთ შეხვედრაზე, ალბათ ორშაბათს. პრინციპულ საკითხები შეუთანხმებელი აღარ დარჩება...საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოპოზიცია 6 თვის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო - მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მათმა უმეტესმა ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა და პარლამენტშიც შევიდა. 

ახლა პარლამენტმა მიშელის დოკუმენტში წარმოდგენილ საკითხებზე უნდა იმუშაოს, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა. 

ადმინისტრაციის რეფორმა მოიცავს, მათ შორის, ცვლილებებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და კომისიის წევრების დაკომპლექტების წესში. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოქმედი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობიდან უნდა გადადგეს. რაც შეეხება თავმჯდომარის და არჩევის პროცედურებს - სამართლიანი არჩევნების განცხადებით, პროცესი, რაც უკვე დაწყებულია - სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს. 

მოძრაობა დროა კი აცხადებს, რომ ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ "ოცნება" გავლენებს ინაწილებს. 

close დახურვა