logo
ENG



საგარეო Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დაშვებას ეხმაურება, თუმცა აქტივისტს არ ახსენებს

24 მაი 202101:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/24/xq2lnbyh9hqk8lh.png

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებას ეხმაურება, თუმცა უწყების განცხადებაში არ არის ნახსენები აქტივისტი, ვის გამოც, ათენი-ვილნიუსის რეისი ბელარუსში დასვეს.

"მივესალმებით Ryanair-ის უსაფრთხო დაშვებას საბოლოო დანიშნულების ადგილზე - ვილნიუსში და მოხარულები ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის საშუალება. მათი იძულებითი შეყოვნება სრულიად მიუღებელია", - წერს საგარეო უწყება.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კერძოდ, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.


close დახურვა