
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 29 მაისისთვის ჯამურად ჩატარდა 134 602 აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 24 607 ადამიანი.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.
3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.
ამ ეტაპზე მხოლოდ სინოკავის პირველ დოზაზე რეგისტრაციაა შესაძლებელი. თბილისში ყველა ადგილი დაჯავშნილია. აცრა შესაძლებელია რეგიონებში.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი.