logo
ENG



ლენტეხში, მძღოლის სასიკვდილოდ ცემის საქმეზე სოფლის რწმუნებულის ქმარი დააკავეს

10 ივნ 202112:07
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხში, მიკროავტობუსის მძღოლის სასიკვდილოდ ცემის საქმეზე სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის ქმარი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული დაპირისპირებაში უშუალოდ არ მონაწილეობდა, შსს მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ასევე, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

5 ივნისს, ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მიკროავტობუსის მძღოლს სასტიკად სცემეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. 

არსებული ინფორმაციით, რობინზონ თუთარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ნაცემი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

 


close დახურვა