logo
ENG



შსს: iPlus-ის გაქურდვაში ბრალდებული დავაკავეთ, ამოღებულია ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი

13 ივნ 202111:46
3 წუთის საკითხავი
clock 1203
2021/06/13/mbt01ro63xjx984.png

შსს-მ მაღაზია iPlus-ს გაქურდვისთვის 2004 წელს დაბადებული გ.რ დააკავა. 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია აიპლუსის მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ. მაღაზიაში შევიდა და მობილური ტელეფონები მოიპარა. 

უწყებისვე ცნობით, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მაღაზია iPlus 11 ივნისს გაქურდეს. წაიღეს 90 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა.


close დახურვა