logo
ENG



ისრაელის პარლამენტმა ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა, ნეთანიაჰუ პრემიერი აღარ იქნება

13 ივნ 202121:59
3 წუთის საკითხავი
clock 1780
2021/06/13/c28wp4by4elxqld.jpg

ისრაელის პარლამენტმა ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა, ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარ იქნება. ნეთანიაჰუ ამ პოსტს 12 წელი იკავებდა.

ქვეყნის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა. კოალიციურ მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგი იყო, 1-მა კი თავი შეიკავა.

ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას 3 ივნისს მიაღწიეს.

ცენტრისტების ლიდერმა იაირ ლეპიდმა განაცხადა, რომ ჩამოყალიბებულია 8 ფრაქციისგან შემდგარი კოალიცია. ოპოზიციამ შეთანხმებას დროის ამოწურვამდე 38 წუთით ადრე მიაღწია და ამის შესახებ პრეზიდენტსაც შეატყობინა.

იმის გამო, რომ მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდებოდა, ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ ჩატარდა. მარტში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს დავალება მისცა, 28 დღეში ჩამოეყალიბებინა მთავრობა, თუმცა ნეთანიაჰუმ 120 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში საჭირო 61 ხმა ვერ მოიპოვა.


close დახურვა