logo
ENG



ევროკავშირი ბელორუსისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

16 ივნ 202120:04
3 წუთის საკითხავი
clock 1079
2021/06/16/ixnhd3f9dwseakw.jpg

Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვების გამო ევროკავშირი ბელორუსისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ევროკავშირის დიპლომატის ცნობით, აღნიშნული სანქციები შვიდ ადამიანს შეეხება, ვისაც ბელორუსის საავიაციო სექტორთან აქვს კავშირი.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩებმა ხელი მოაწერეს აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის აკრძალვების მეოთხე პაკეტს, რომელიც 70-ზე მეტ ბელორუსს დაეკისრება გასული წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ.

ამასთან, ღონისძიებების მეოთხე პაკეტი უკვე მზადდებოდა, როდესაც, 23 მაისს, Ryanair- ის თვითმფრინავი იძულებით დაეშვა მინსკში და ოპოზიციური ბლოგერი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო ბელორუსის ხელისუფლებამ დააპატიმრა.

რომან პროტასევიჩი ბელარუსი ბლოგერი, ფოტოგრაფი, აქტივისტი და ჟურნალისტია. ის ოპოზიციური მედიის NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამავე სააგენტოს მთავარი რედაქტორიც იყო. ეს სააგენტო აქტიურად აშუქებდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას. გარდა ამისა, პროტასევიჩი ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტის სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდშიც იყო. ის კოორდინირებას უწევდა სხვადასხვა საპროტესტო აქციას. 

2021 წლოს 23 მაისს რომან პროტასევიჩი დააკავეს. დაკავებამდე ის ბელარუსში ძებნილად იყო გამოცხადებული.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე პროტასევიჩი იმყოფებოდა.

თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა - თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​შეაცვლევინეს

დაკავების შემდეგ რომან პროტასევიჩს სასტიკად სცემეს. 

აქტივისტის მამა ამბობს, რომ თავდაპირველად მის დახრჩობასაც ცდილობდნენ და რომ ხელებზე ახლაც ატყვია ბორკილების კვალი. დმიტრი პროტასევიჩის თქმით, მისი შვილი დააშინეს. 


close დახურვა