logo
ENG



კორონავირუსის 260 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

21 ივნ 202110:45
3 წუთის საკითხავი
clock 748
კორონავირუსის 260 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 260-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 834 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა, აქედან 5 205 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 854 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 922 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 234 410 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,35%-ია, ბოლო 14 დღის - 2,45%, ბოლო 7 დღის - 2,62%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 166 შემთხვევა;
  • აჭარა - 18;
  • იმერეთი - 17;
  • ქვემო ქართლი - 14;
  • შიდა ქართლი - 9;
  • გურია - 0;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7;
  • კახეთი - 16;
  • მცხეთა-მთიანეთი - 5;
  • სამცხე-ჯავახეთი - 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 358 აქტიური შემთხვევაა. 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 517, აჭარაში - 206, იმერეთში - 398. მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 222- აჭარაში. 4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 350, პირი, აჭარაში - 1 086, იმერეთში - 969.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 359 141 -ს შეადგენს. აქედან 345 582 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 175 გარდაიცვალა.

 

close დახურვა