სენაკის რაიონულმა სასამართლომს რვა წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებულებისთვის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მამა-შვილი ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს. დაკავებულები მამა და შვილი არიან. მათი ასაკი 65 და 35 წელია.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მარტვილში არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო დაკავებულმა ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს 9 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.
კერძოდ, ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის.
ფორმულას ინფორმაციით, მარტვილში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დები არიან, ხოლო ბრალდებულები - ოჯახის ახლობლები.
ბრალდებულების სახლი მეზობლებმა გადაწვეს მას შემდეგ, რაც წარდგენილი ბრალდების შესახებ გახდა ცნობილი.