logo
ENG



პარლამენტი 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

09 ივლ 202109:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/09/kjkmpd2pxo8d9b7.png

დღეს, 9 ივლისს საპროცედურო და საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

საქმე ეხება ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტის რეჟიმის დროს სესიებზე არ ყოფნას. 

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ "გაცდენები არასაპატიოა". 

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში 6 თვის განმავლობაში იყო. 

"მმართველ პარტიას სურს, რომ ოპოზიცია წარმოაჩინოს ისე, თითქოს ჩვენ შატალოზე ვიყავით "- ასეთია ოპოზიციის შეფასება. მათი თქმით, ქართული ოცნება ამ მეთოდით ცდილობს მათ წინასაარჩევნოდ ჩამოშორებას.

52 დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საბოლოოდ პლენარულ სესიაზე გადაწყდება. 

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, 51-მა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

მაშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, ჯამში ამომრჩევლის 39%-ის მხარდაჭერა მიიღეს. შესაბამისად, მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ მათ შანსი მისცა, პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას". 


close დახურვა