logo
ENG



აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავეს

12 ივლ 202119:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/12/om6mb8n6xfjr9po.png

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავეს, მათგან ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატია. 

შეკრებილები, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, საქართველოს მთავრობის გადადგომას ითხოვენ. 

პროტესტი 5 ივლისს სასტიკად ცემის შემდეგ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. 

ბათუმის აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის შენობის კედლებს წითელი საღებავები შეასხეს შეძახილებით: მკვლელებო, წადით!

სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების დაკავება სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. შეკრებილებმა კი მათ დაკავებულების გადაყვანისთვის ხელის შეშლა სცადეს. 

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახელთან სიმშვიდეა, აქტივისტები ადგილზე რჩებიან.

"5 ივლისს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ, ისინი მოძალადეებს მფარველობენ და თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მათ დავასრულებთ". - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რეზო ხარაზმა.


close დახურვა