logo
ENG



"ლექsosთვის" - ქართველმა სტუდენტებმა ბერლინში აქცია-მსვლელობა გამართეს

18 ივლ 202119:23
3 წუთის საკითხავი
clock 1481
2021/07/18/7lz36osfuvuavw6.jpg
ფორმულა

ქართველი სტუდენტების ორგანიზებით ბერლინში აქცია-მსვლელობა მოეწყო. პროტესტის მონაწილეებმა საქართველოს საელჩოდან ევროპის სახლამდე გზა ბანერებითა და პლაკატებით გაიარეს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მედიას და ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია. 

პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან საქართველოში მიმდინარე აქციების მოთხოვნებს, რომ დაისაჯონ როგორც 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და ძალადობაში მონაწილე პირები, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერმინისტრმაც.

მათივე თქმით, 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საპატრიარქოსაც.

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიის წარმომადგენლები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებსა და პერფორმანსებს მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაისაჯონ 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეები, ძალადობის ორგანიზატორები და, ამავდროულად, გადადგეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ჟურნალისტების თქმით, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა "აუნთო მწვანე შუქი" მოძალადეებს.


close დახურვა