logo
ENG



ფედერაცია: ვიმედოვნებთ, ოლიმპიური კომიტეტი დაადგენს კალაშნიკოვას ლიცენზიის საკითხს

18 ივლ 202122:59
3 წუთის საკითხავი
clock 1233
2021/07/18/1amfma3awhunjiz.jpg

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ქართველი ჩოგბურთელის განცხადებას ეხმაურება ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზიასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს საკითხი ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაადგინოს.

ოქსანა კალაშნიკოვამ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყნიდან განაცხადი არ გაიგზავნა, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ჩოგბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიიღო. მათივე განცხადებით, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ფედერაციამ წარუდგინა ლიცენზიანტთა გაფართოებული სია.

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები", - ვკითხულობთ ფედერაციის განცხადებაში.

 


close დახურვა