logo
ENG



ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე ყირიმი უკრაინისგან გამოყოფილი იყო, შემდეგ კი გააერთიანეს

23 ივლ 202117:07
3 წუთის საკითხავი
clock 1293
2021/07/23/92itn5xwawiohta.png

ტოკიოს ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე ყირიმი უკრაინისგან ცალკე იყო გამოყოფილი. ვებგვერდის Fan Map-ზე ყირიმს დანარჩენი უკრაინისგან საზღვარი ჰყოფდა.

რუკა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვის შემდეგ გაასწორეს. სამინისტრომ იაპონიისა და შვეიცარიის საელჩოებს მიმართა, რომ ვითარებაში გარკვეულიყვნენ. მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი სწორედ შვეიცარიაში მდებარეობს.

თავიდან რუკა ვებგვერდიდან გაქრა, მოგვიანებით კი გასწორებული დაბრუნდა. საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, ოლიმპიურმა კომიტეტმა შეცდომის გამო ბოდიშიც მოიხადა.

23 ივლისს ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიადა ერთი წლით გვიან ტარდება. პანდემიის გამო, იაპონიამ უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღო, რის გამოც ვერც ერთ სპორტულ შეჯიბრებას მაყურებელი ვერ დაესწრება. ოლიმპიურ გახსნასაც სტადიონზე მხოლოდ ათასამდე ოფიციალური პირი ესწრებოდა.


close დახურვა