logo
ENG



ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლისას რუსული პირველი არხი რეკლამაზე გავიდა

23 ივლ 202117:42
3 წუთის საკითხავი
clock 2380
2021/07/23/lldtrs4dgboy4dg.jpg

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლისას რუსეთის პირველი არხი რეკლამაზე გავიდა. არხმა ტრანსლაცია რამდენიმე წუთში განაახლა მას შემდეგ, რაც სტადიონზე მომდევნო ქვეყანა - ურუგვაი გამოვიდა. 

პირველი არხის პრესსამსახურმა გამოცემა RBK-ს განუცხადა, რომ სპორტსმენების აღლუმი ორ საათს გრძელდება, ხოლო კომერციული ვალდებულებების შესრულებისთვის ჩვენება რეკლამით რამდენჯერმე წყდება. რატომ დაემთხვა რეკლამაზე გასვლა უკრაინის გამოსვლას, არხმა არ განმარტა. 

23 ივლისს ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიადა ერთი წლით გვიან ტარდება. პანდემიის გამო, იაპონიამ უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღო, რის გამოც ვერც ერთ სპორტულ შეჯიბრებას მაყურებელი ვერ დაესწრება. ოლიმპიურ გახსნასაც სტადიონზე მხოლოდ ათასამდე ოფიციალური პირი ესწრებოდა.


close დახურვა