logo
ENG



ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

29 ივლ 202109:48
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშეილს საფრანგეთში შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც წერია, რომ მხარეებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

 


close დახურვა