logo
ENG



შაბათის ფორმულა: ჰომოფობი მორგოშია ხელისუფლების დახმარებით მილიონობით ლარს შოულობს

31 ივლ 202121:45
3 წუთის საკითხავი
clock 1881

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ალტერნატიული საქართველოს დამფუძნებელი, ჰომოფობი კონსტანტინე მორგოშია და მისი პარტნიორები, ასეულობით მილიონ ლარს ხელისუფლების ხელდასმით შოულობენ. 

შაბათის ფორმულასთან საუბარში მკვლევარი ბესო დონაძე დეტალურად აღწერს კავშირს მორგოშიას კომპანიებსა და იმ ბიზნეს სუბიექტებს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში ტენდერების გვერდის ავლით შეკვეთებს იღებდნენ სახელმწიფოსგან.

კომპანია, რომელზეც შაბათის ფორმულასთან ბესო დონაძე საუბრობს, შპს ინსია. სწორედ მას უკვეთავდა ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირდაპირი შესყიდვის გზით. საბოლოოდ თანხა 200 მილიონ ლარამდე ავიდა. ეს ფული მორგოშიასთან ასეთი სქემით ხვდებოდა:

მორგოშიას კუთვნილი კომპანია გრანდე გრუპ ჯორჯიას ერთ-ერთ მეწილეს, ილია ცანავას ასევე აქვს საკუთარი ფირმა, ჯორჯიან ინვესთმენთ სოლუშენი. სწორედ ამ კომპანიაშია ცანავასთან ერთად 25%-იანი წილის მფლობელი ზვიად თოიძე, რომელიც თავის მხრივ ინსის მეწილე და დირექტორია. თოიძე მორგოშიასთან კავშირებს არ აღიარებს და ამბობს, რომ კომპანიის შემოსავლები მხოლოდ მეწილეებზე ნაწილდება და ისევ კომპანიას ხმარდება.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მორგოშიას და ხელისუფლებას ერთმანეთთან აკავშირებს, მაგნუს დიზაინია. მორგოშია აქ 51%-იან წილს ფლობს. ონლაინ პლატფორმა აი ფაქტში, სადაც მორგოშიას საქმიანობა და კავშირები შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ 2015 წელს მაშინდელმა ლტოლვილთა სამინისტრომ მაგნუს დიზაინს სამუშაოების შესრულება შეუკვეთა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე რამდენიმე ათეული ათასით მეტი მიიღო. თავად მორგოშია, ამტკიცებს, რომ წილები მაგნუს დიზაინში დიდი ხნის წინ დათმო.

ფინანსური სარგებლის გარდა, კონსტანტინე მორგოშიას ქართულ ოცნებასთან ახლო მეგობრობაც აკავშირებს. ერთ-ერთი ასეთის შესახებ აი ფაქტში ყვებიან.

"ხელისუფლებასთან მორგოშიას კავშირები რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. მამუკა მდინარაძესთან ის მეგობრობს 2004 წლიდან. როდესაც მდინარაძე იყო დაკავებული, ის შესაგზავნებსაც უგზავნიდა", - ამბობენ აი ფაქტში

ბიზნესის გარდა ხელისუფლებასთან კავშირი, მორგოშიას სავარაუდოდ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებაშიც ადგება. ბესო დონაძე შაბათის ფორმულასთან საუბარში სქემის მეორე ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სპორტსმენებს უკავშირდება.

გრანდე გრუპ ჯორჯიას სახელით მორგოშიას კიდევ ერთი კომპანია აქვს, სადაც მეწილეების სხვა შემადგენლობა ფიქსირდება. მათ შორის ერთ-ერთი ლევან მერაბიშვილია. მერაბიშვილი სპორტის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტია. მასთან ერთად ორგანიზაციის გამგეობაში ავთანდილ ცინცაძეც ფიქსირდება.

"ავთანდილ ცინცაძე არის ყოფილი სამბისტი და საკრებულოს წევრი, რომელიც ჩხუბით გამოირჩევა. მივიღეთ 2 მიმართულება: ერთი - ეს არის საიდანაც მოდის ფინანსები, მეორე არის ე.წ. ზონდერებს რასაც ეძახიან, ის ძალადობის მომხრე სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ძალადობრივ სქემებში", - ამბობს დონაძე. 

მანამდე შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე მორგოშია დიდ ქონებას ფლობს


close დახურვა