logo
ENG



ბელარუსი აქტივისტი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს

03 აგვ 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 892
ბელარუსი აქტივისტი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინაში ბელარუსული სახლის ხელმძღვანელი და აქტივისტი, ვიტალი შიშოვი გარდაცვლილი იპოვეს. ის ორშაბათს გაუჩინარდა.

როგორც 26 წლის შიშოვის კოლეგები ყვებიან, ორშაბათს ის სავარაუდოდ ყოველდღიურ გარბენზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. პოლიციამ შიშოვი პარკში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვა. გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობად შენიღბულ მკვლელობას განიხილავს.

ბელარუსული სახლი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ ან პოლიტიკური დევნის გამო დაზარალდნენ. ორგანიზაცია მათ ახალი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება და იურიდიულ კონსულტაციებსაც უწევს. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები დევნის გამო სწორედ უკრაინაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში გადადიან.

შიშოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მალევე მას შემდეგ, რაც ბელარუსმა სპორტსმენმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ პოლონეთისგან თავშესაფარი ითხოვა. როგორც სპორტსმენი ყვება, ტოკიოში ოლიმპიადაზე ყოფნის დროს ბელარუსის ხელისუფლებამ მისი ქვეყანაში ძალით დაბრუნება სცადა.


close დახურვა