logo
ENG



კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა

05 აგვ 202110:43
3 წუთის საკითხავი
clock 1495

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში 20 845 აცრა ჩატარდა. 5 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამეში 41 885 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 24 184 ანტიგენი და 17 701 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.67%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 652 შემთხვევა, რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 601,
  • იმერეთი - 400,
  • ქვემო ქართლი - 197, 
  • შიდა ქართლი - 155,
  • გურია - 93, 
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190,
  • კახეთი - 187, 
  • მცხეთა-მთიანეთი -84,
  • სამცხე-ჯავახეთი - 89,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

close დახურვა