logo
ENG



იმნაძე: ჩემი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს

05 აგვ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე: ჩემი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს
ფოტო: საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მისი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - კი.

"[ჩემი პირადი რეკომენდაციაა] აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციები არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

5 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი. ბოლო 24 საათში 20 845 აცრა ჩატარდა. 

საქართველოში ამჟამად ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებია ხელმისაწვდომი.


close დახურვა