logo
ENG



გახარია: ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა გააუქმა, ეს ადასტურებს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება

09 აგვ 202115:42
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა გააუქმა, ეს ადასტურებს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება

გიორგი გახარიას თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ცალმხრივად ანულირება არ ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. 

როგორც ექსპრემიერმი ამბობს, პირიქით, ეს ადასტურებს, რომ რიგგარეშე არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად იქნება. 

"ყველას უნდა გვესმოდეს - ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის". - თქვა მან. 

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის  შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს", - თქვა მაშინ კობახიძემ ბრიფინგზე. 

ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ვალდებულებაზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაატაროს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

შეთანხმებიდან გასვლამდე ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა დოკუმენტით აღებული ვალდებულება, პარლამენტს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე უვადოდ განაწესა. 

შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 


close დახურვა