logo
ENG



კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

18 აგვ 202111:33
3 წუთის საკითხავი
clock 10114
კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

საქართველოში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. ის 7 თვის ფეხმძიმე იყო და ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, "ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა შედეგი არ დადგა".

"რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა", - ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში ორსულების აცრა ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხოა ფეხმძიმეებისთვის.

10 აგვისტოს, კიდევ ერთი ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა. კლინიკის ექიმის თქმით, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.


close დახურვა