აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer სრულად დაამტკიცა.
ვაქცინას აქამდე გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ჰქონდა.
"FDA-ის მიერ ვაქცინის სრულად დამტკიცება არის ერთ-ერთი ეტაპია, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კორონავირუსის პანდემიასთან. ფაიზერმა და სხვა ვაქცინებმა დააკმაყოფილეს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო მკაცრი და სამეცნიერო სტანდარტები. ამასთან, ფაიზერი პირველია, რომელსაც სრული ავტორიზაცია მიენიჭა.
საზოგადოებას შეუძლია სრულად დარწმუნებული იყოს, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და წარმოების იმ უმაღლეს სტანდარტებს, რომელსაც FDA პროდუქტის დამტკიცებამდე აყენებს". - განაცხადა FDA-ის კომისარმა, დოქტორმა ჯენეტ ვუდკოკმა.
Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა საქართველოშიც ხელმისაწვდომია.