logo
ENG



"იდი ნა**ი რა" - ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

28 აგვ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 

თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

მონასტერთან უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს - ბერი სატრაპეზოს აშენებს. 

ვითარების გასარკვევად და გადასაღებად ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფი მივიდა. ჟურნალისტებს სასულიერო პირი აგრესიით დახვდა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ დასმულ კითხვაზე მან თქვა: 

"კულტურული მემკვიდრეობა რას ნიშნავს, ძეგლთა დაცვაზე ამბობთ? ძეგლი დაუდგით დედათქვენს და მამათქვენს, როცა გარდაიცვლებიან. ეს ეკლესიაა და ცოცხალი ორგანიზმია".

შემდეგ კი ბერმა იოანემ ლუბა გიორგაძეს უშვერი სიტყვებით აგინა და უყვირა. 

"წადი, თქვენი დედა ვატირე. იდი ნახუი რა. ვაფშე აქ აღარ ჩამოეთრიეთ

რა გინდა, შვილო, დეგენერატი ხარ? შეურაცხყოფას გაყენებ კი არა, მამაძაღლი ხარ, არც მკითხე, ისე მომივარდი

ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირში არ აგიღია?". - უთხრა ბერმა ჟურნალისტს. 

ფორმულამ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჰკითხა, თუ ექნება საპატრიარქოს მომხდარზე რეაგირება. 


close დახურვა