ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით 6 ობიექტი დააჯარიმა და 5 დალუქა.
ინსპექცია აცხადებს, რომ დარღვევები რეკომენდაციებს კრიტიკულად არ შეესაბამებოდა.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია". - წერია შრომის ინსპექციის განცხადებაში.
ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა.
დაჯარიმდა 46 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.