ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის რეგისტრირება 55 წელს გადაცილებულ პირებს დღეს, 18:00 საათიდან შეეძლებათ.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ადამიანების აცრა 5 აპრილიდან დაიწყება.
„დღეს ექვს საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში აცრისთვის და მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი - ფაიზერით და ასტრაზენეკათი.
ჩინურ ვაქცინას, სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს.
მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ.