logo
ENG

გახარიას თქმით, როცა პოლიტიკურ პროცესში ჩართული იყო, სისხლიანი ბანერები არ ყოფილა

23 სექ 202122:14
3 წუთის საკითხავი
clock 302
გახარიას თქმით, როცა პოლიტიკურ პროცესში ჩართული იყო, სისხლიანი ბანერები არ ყოფილა

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, როცა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყო, ქალაქში ოპოიციონერების გამოსახულებით სისხლიანი ბანერები არ გამოჩენილა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

"მაშინაც არ მომწონდა, მაშინაც ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მქონდა. მაშინ არ ვიყავი ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართული, როცა ვიყავი 2020 წლის არჩევნების არც ერთი ასეთი ბანერი ქალაქში არ დაკიდებულა", - თქვა გახარიამ. 

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.

close დახურვა