logo
ENG



კალაძე: მისასალმებელია, თუ დიპ. კორპუსი გააკეთებს განცხადებას ძალადობასა და დესტრუქციაზე

24 სექ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock 753

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ის მიესალმება, თუ დიპლომატიური კორპუსი ძალადობასა და დესტრუქციაზე განცხადებებს გააკეთებს. ამით კალაძე მიხეილ სარჯველაძეს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გუშინ, ევროკავშირის ელჩს მელიასთის უნდა მოეწოდებინა "ასე ნუ იქცევიო".

ის ამბობს, რომ როგორც ელჩებმა, ასევე პარტიის ლიდერებმა უნდა მოუწოდონ ყველას, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია.

"ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი თუ ჩართული იქნება და გააკეთებს განცხადებებს იმ ძალადობასა და დესტრუქციაზე, რაც სამწუხაროდ ხდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია... ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იგივე აჭარაში მივარდნა, იგივე პროვოკაციები, რაც მოაწყეს. ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ამაში ჩართული - დიპლომატიური კორპუსი თავიანთი მოწოდებებით, იგივე ჩვენ, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომ მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური ასევე, ფსიქოლოგიური, ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ", - თქვა კალაძემ. 

გუშინ 23 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის შენობასთან ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ადგილზე ქართული ოცნების აქტივისტები გამოჩნდნენ. გარდა ამისა, ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც. 

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტები გეგმავდნენ, როგორ გასწორებოდნენ ნიკა მელიას ევროკავშირის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ. 

ვიდეოში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა ისმის, რომ ისინი მელიასთვის კვერცხების სროლას აპირებდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა.


close დახურვა