logo
ENG



ბაიდენი: მე გავიკეთებ კოვიდვაქცინის "ბუსტერ" დოზას

24 სექ 202123:11
3 წუთის საკითხავი
clock 987
ბაიდენი: მე გავიკეთებ კოვიდვაქცინის "ბუსტერ" დოზას
(Brendan Smialowski/AFP/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ, ანუ მესამე დოზითაც აიცრება.

ჯო ბაიდენის თქმით, თარიღი კონკრეტულად არ იცის, თუმცა მესამე დოზის მიღებას ნამდვილად აპირებს.

„მე გავიკეთებ "ბუსტერ" დოზას. ჯერ არ ვიცი, ზუსტად როდის, მაგრამ გავიკეთებ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა", - ამბობს ჯო ბაიდენი.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ კოვიდვაქცინის მესამე დოზები ისევე  უფასო იქნება, როგორც ეს პირველ ორ დოზაზე ხდებოდა.

ე.წ. ბუსტერები ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პირებისთვის: 65 წელს გადაცილებულები, მძიმე ავადმყოფებისა და რისკ-ჯგუფებისთვის, იმ სფეროში დასაქმებულთათვის, ვინც რისკის ქვეშ მუშაობს და 6 თვის წინ ფაიზერის ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის.

FDA-მ ფაიზერს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების ნებართვა 23 სექტემბერს მისცა.

 

 

 


close დახურვა