logo
ENG



გამყრელიძე: თუ აცრების რაოდენობა გაიზრდება, მეხუთე ტალღა გადავადდება

26 სექ 202112:47
3 წუთის საკითხავი
clock 1304
გამყრელიძე: თუ აცრების რაოდენობა გაიზრდება, მეხუთე ტალღა გადავადდება
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ოქტომბერ-ნოემბერში კორონავირუსზე აცრის რიცხვი გაიზრდება, მეხუთე ტალღა გადავადდება. 

"სამწუხაროდ, კვლავ ძალიან დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი - 43 %-ია და ძალიან დაბალია და დაუშვებელია. ბევრი რამე დამოკიდებულია ისევ და ისევ ჩვენზე. თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ ეს მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი".- თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რესპირაციული ვირუსი - იქნება თუ არა გრიპი ისევე ნაკლებად აქტიური, როგორც გასულ წელს იყო. 

"ასევე, მეხუთე ტალღის დაწყება ასევე დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი. ანუ წელს გრიპი თუ იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო თუ უფრო აქტიური - ამას დიდი მნიშვნელობა იქნება". - თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა. 

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში და პარტიების ცხელ ხაზზე:

ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222; დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956; ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46.

რაც შეეხება გრიპს - საქართველოში გრიპის აცრა ყოველწლიურად ტარდება. თუმცა, მიმდინარე სეზონზე ვაქცინების შემოტანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 


close დახურვა