logo
ENG



როგორ დაკომპლექტდება თბილისის საკრებულო - ცესკომ თბილისში ხმების დათვლა დაასრულა

03 ოქტ 202115:39
3 წუთის საკითხავი
clock 6741
როგორ დაკომპლექტდება თბილისის საკრებულო - ცესკომ თბილისში ხმების დათვლა დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნები სრულად დათვალა. 

თბილისის საკრებულოში 50 წევრია, მათგან 40 პროპორციული წესით უნდა დაკომპლექტდეს, 10 კი მაჟორიტარი იქნება. 

თბილისის საკრებულოში პარტიების ბარიერი 2.5%-ია, რომელიც 6-მა პარტიამ გადალახა:

ქართული ოცნება - ხმების 40.33%;

ნაციონალური მოძრაობა ხმების 27.99%;

საქართველოსთვის ხმების 8.85%;

ლელო ხმების 3.63%;

გირჩი – მეტი თავისუფლება ხმების 3.3%;

ხალხისთვის ხმების 2.57%;

რაც შეეხება მაჟორიტარებს, თბილისში მეორე ტური მხოლოდ ერთ ოლქში - საბურთალოზე გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთის ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე (38.76%) და ოპოზიციის საერთო კანდიდატი, გირჩის წევრი ბორის ყურუა (14.29%) დაუპირისპირდებიან. მაჟორიტარებისთვის ბარიერი 40%-ია. 

საკრებულოში სხვა მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან ქართული ოცნების წევრები: 

გლდანი - კონტანტინე ზარნაძე - ქართული ოცნება - 42.35%

დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი - ქართული ოცნება - 45.1%

ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე - ქართული ოცნება - 45.22%

ვაკე - გიორგი ტყემალაძე - ქართული ოცნება - 42.43%

ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე - ქართული ოცნება - 46.53%

მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე - ქართული ოცნება - 45.51%

კრწანისი - ლევან ჯაფარიძე - ქართული ოცნება - 52.03%

ისანი - კახაბერი ლაბუჩიძე - ქართული ოცნება - 45.77%

სამგორი - რევაზ სოხაძე - ქართული ოცნება - 47.4%. 


close დახურვა