logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო: სპეციალური სამალავებიდან 5766 უკანონო ფსიქოტროპული აბი ამოვიღეთ

06 ოქტ 202117:59
3 წუთის საკითხავი
clock 921
2021/10/06/rbfvwcc1mv3je7m.png

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. 

კერძოდ, სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 5766 მედიკამენტი ამოიღეს.

"თანამშრომლებმა საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალური რეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა აფთიაქის ნებართვის გარეშე". - აცხადებს რეგულირების სააგენტო. 

თბილისსა და ბათუმში სულ გამოვლინდა 11 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლები კანონდარღვევით იყიდებოდა. 

"ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ასევე გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა".- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 


close დახურვა