logo
ENG



ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

09 ოქტ 202103:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/09/6op1wymxle0xxga.png

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ცხედრები რამდენიმე წუთის ინტერვალით ამოასვენეს ნანგრევებიდან. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ 3 გარდაცვლილიდან 2 კაცია და ერთი არასრულწლოვანია. 

მანამდე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

ასევე, ნანგრევებიდან ამოასვენეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.


close დახურვა