logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი

10 ოქტ 202110:49
3 წუთის საკითხავი
clock 732

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის   ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩატარდა  30 149 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი  9 ოქტომბრის მდგომარეობით არის  8.64%.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 634 053 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 482, ქვემო ქართლი - 133, შიდა ქართლი - 81, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 284, კახეთი - 500, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 257 საიდანაც:
4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 442, აჭარაში - 404, იმერეთში - 1 026.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში - 318, აჭარაში - 88, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი,  მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 26, იმერეთში - 28.
672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 185 - აჭარაში.
19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

9 ოქტომბერს ჩატარდა 6 964 აცრა.


close დახურვა