logo
ENG



ვაწერ ხელს ცვლილებებს - დედა სიდონია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება

12 ოქტ 202116:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/12/xzvh03zwuymhmix.jpg

სქემმონაზონმა სიდონია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უერთდება. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ხელს ცვლილებებს აწერს.

"ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს! არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ! წავიდნენ ისინი, და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს! წინ უნდა ვიყუროთ, წინ", - წერს ის. 

მანამდე პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ და დეკანოზმა თამაზ ლომიძემ მოაწერეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-12 დღეა ციხეში შიმშილობს.  


close დახურვა