logo
ENG

"ქართული ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ" - ღარიბაშვილის მიმართვა ამბიონიდან

14 ოქტ 202113:34
3 წუთის საკითხავი
clock 497
"ქართული ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ" - ღარიბაშვილის მიმართვა ამბიონიდან

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში, ამბიონიდან მრევლს მიმართა. ღარიბაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთაში სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდნენ. 

"მეუფე შიომ თავის ქადაგებაში საოცარი სიტყვები თქვა და ახსნა, რამ მოიყვანა დღევანდელობამდე ქართველი ერი. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა უნიკალური ერთგულებით ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

close დახურვა