logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით, ამ დროს სააკაშვილი შემოიპარა კონტრაბანდის გზით

20 ოქტ 202119:17
3 წუთის საკითხავი
clock 1080
ღარიბაშვილი: ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით, ამ დროს სააკაშვილი შემოიპარა კონტრაბანდის გზით

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაშინ, როცა ქართული ოცნების ხელისუფლება კონტრაბანდას ებრძვის, ამ დროს კი სააკაშვილი კონტრაბანდის გზით შემოიპარა საქართველოში.

პრემიემიემინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის ექსპრეზიდენტი ამაზე სამარცხვინო საქციელს ვერ ჩაიდენდა. 

"კაცი, რომელიც გამოდიოდა, თითქოს ჩამოვიდა შეწირული, თითქოს, თავისი ჭკუით და გადმოცემით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი?

ეს ერთი და მეორე ის, რომ ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც, მოგეხსენებათ, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენებ, მათ შორის თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს". - თქვა მან. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას ბრალი დაკავებიდან 20 დღეში - 20 ოქტომბერს წარუდგინა. 

გამოძიებამ 20 ოქტომბერს გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მარშრუტიც. 

უწყების განცხადებით, ის უკრაინიდან გემით 28 ოქტომბერს წამოვიდა და საქართველოში, ფოთში 29 ოქტომბერს გადმოკვეთა. ფოთიდან კი ელგუჯა ცომაიას კუთვნილი, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით იმგზავრა. 

მას შემდეგ, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იყო ბათუმში, აბაშაში, აბაშიდან კი თბილისში წამოვიდა, სადაც დააკავეს კიდეც 1-ლი ოქტომბრის საღამოს. 

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 20 დღეა, შიმშილობს. 


close დახურვა