logo
ENG



მარტვილში ფორმულას ჟურნალისტს თავს დაესხნენ

30 ოქტ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock 1026

მარტვილში, მე-2 საარჩევნო უბანზე, ფორმულას ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს თავს დაესხნენ. ადგილზე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. 

კერძოდ, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის დამარცხებული კანდიდატი დავით ბარამია. ბარამია გადაეფარა ქართული ოცნების კოორდინატორს, რომელიც მანქანაში, სავარაუდოდ, მალავდა ამომრჩევლების სიებს.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებული არიან ე.წ. ძველი ბიჭები. ფორმულას ჟურნალისტმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახა. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. დღეს დილიდან სხვადასხვა რეგიონში ფორმულას ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე თავს ესხმიან. ინფორმაცია სხვა მედიების წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებაც ვრცელდება. 


close დახურვა