logo
ENG



ხმაური პარლამენტის შენობასთან - ემიგრანტების აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

01 ნოე 202119:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/01/v3nedmc2ulfi4jy.jpg
ფოტო: კადრი/ფორმულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და ემიგრანტები აქციას მართავენ, ხმაური იყო. ისინი არჩევნების შედეგებს და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. 

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო შენობასთან კარვის გაშლა სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 

როგორც ემიგრანტები აცხადებენ, მათ 3 კარვის გაშლის ნებართვა ჰქონდათ, რომელიც მერიისგან მიიღეს. დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. 

დაკავებულებს შორის ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. 

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. 

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს არის დანიშნული. ეს სააკაშვილის შიმშილობის 41-ე დღე იქნება. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 32 დღეა, ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა