5 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულა“ სრული დატვირთვით ამუშავდება. საინფორმაციო გამოშვება ეთერში 12:00-ზე, 14:00-ზე, 17:00-ზე და 20:00 საათზე გავა, 7 ოქტომბრიდან კი საეთერო ბადეს დილის გადაცემა შეემატება.
არხზე იქნება ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", რომელიც მე-16 სეზონს 25 სექტემბრიდან გახსნის. ჩცდ-ს ჯგუფი კიდევ ერთ სერიალზე მუშაობს, რომელიც, ასევე, „ფორმულას“ ეთერში გავა.
მალევე არხზე მაყურებელი ნახავს პოლიტიკურ ტოქშოუებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და მეგაპროექტებს.