logo
ENG



5 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

18 ოქტ 201908:08
3 წუთის საკითხავი
 
513lmcz17fl5jus.jpg

მამაკაცს, რომელმაც 5 წლის მოზარდი დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. მოგეხსენებათ, სერგო ოსმინკინისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა