logo
ENG



"სირცხვილია" პარლამენტთან საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის პარალელურად აქციას მართავს

19 ნოე 202113:06
3 წუთის საკითხავი
clock 384

მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავენ.

მინისტრის საათის ფარგლებში დღეს დავით ზალკალიანი დეპუტატების წინაშე წარდგება.

აქტივისტები საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ. სირცხვილიას წევრები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ლიდერების მადისკრედიტირებელი რიტორიკა და ანტიდასავლური ნაბიჯები ქვეყანას ევროატლანტიკური არჩევანისგან აშორებს და რუსეთთან აახლოებს.

აქტივისტები პარლამენტთან პლაკატებითა და ტრანსფარანტებით დგანან, რომლებზეც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპარლამენტარების, დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული კომენტარებია დატანილი.

„რაც საქართველოში ხდება, ასრულებს რუსეთის მიზანს, ასრულებს კრემლის ოცნებას და ეს მაღალჩინოსნები, რომლები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნებას ექვემდებარებიან და მხოლოდ და მხოლოდ მასთან არიან ანგარიშვალდებულები, არიან გადაწყვეტილებების მიმღებები თუნდაც ისეთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ადამიანების სიცოცხლე არის საფრთხეში", - აცხადებს, სირცხვილიას აქტივისტი, თათუშა არველაძე.


close დახურვა