logo
ENG



სირცხვილიას აქტივისტი, რომელიც ბათუმის სუს-ის შენობასთან დააკავეს, სასამართლომ გაამართლა 

19 ნოე 202118:35
3 წუთის საკითხავი
clock 1203
2021/11/19/fasys6e389hzkgi.jpg
ფოტო: სირცხვილია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან 13 ნოემბერს დააკავეს, გაამართლა.

კერძოდ, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა მოძრაობა სირცხვილიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი, როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში.

"მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებს სხვა აქტივისტებს და მიემართება კიდეც, თუმცა პოლიციელი მას ამის საშუალებას არ აძლევს, მოუწოდებს მას ვიდეოგადაღების შეწყვეტისკენ და აკავებს. "წარმოდგენილ მტკიცებულებებში არცერთი კანონდარღვევა არ იკვეთება", - აღნიშნა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული უკანონო დაკავების გამო თამარ კურატიშვილმა იზოლატორში 48 საათი გაატარა და იგი ამ ნაწილში განაგრძობს სამართლებრივ დავას", - ამბობენ სირცხვილიაში. 

 


close დახურვა